
კრეატიული ვებ-პროექტების შემქნელი შემოქმედი გუნდი
როგორ ვმუშაობთ
საიტის შექმნის სამუშაო ეტაპები
1. საიტის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა
რაზეა საიტი? (თემა, სამიზნე აუდიტორია); რა მიზნებს ისახავს? (ინფორმაცია, გაყიდვები, მონაცემთა შეგროვება); რა თვისებები სჭირდება მას? (პროდუქტის კატალოგი, გამოხმაურების ფორმა, ონლაინ ჩატი).
2. ტექნიკური დავალების შემუშავება
საიტის ყველა ფუნქციისა და მოთხოვნის დეტალური აღწერა; საიტის სტრუქტურა და გვერდების სია; დიზაინი (ფერები, შრიფტები, სურათები); ტექნიკური მახასიათებლები (პლატფორმა, ჰოსტინგი).
3. დიზაინი და პროტოტიპი
საიტის პროტოტიპის შექმნა (მარტივი ესკიზი); საიტის გვერდების განლაგების შემუშავება;
სურათების და გრაფიკის შერჩევა; საფირმო სტილის შექმნა; საბოლოო დიზაინ-მაკეტის ჩამოყალიბება და მისი დამტკიცება დამკვეთთან.
4. დეველოპმენტი (Frontend; Backend)
მაკეტის კონვერტაცია HTML-კოდში, CSS სტილის დაკავშირება; საიტის ადაპტაცია სხვადასხვა მოწყობილობებისთვის; საიტის ფუნქციონალის შემუშავება და მართვის სისტემის (CMS) დაკავშირება.
5. ტესტირება & გამოკითხვა
ტესტირება, შეცდომების პოვნა და გამოსწორება; ტესტირება მომხმარებელთა ფოკუს-ჯგუფთან; ტესტირება სხვადასხვა მოწყობილობებზე და ბრაუზერებზე; საიტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
6. მომართვა & ინტეგრაცია
საიტი ჰოსტინგზე მომართვა, კოდის და მედია შიგთავსის ოფტიმიზაცია & გაშვება; საფოსტო მისამართების შექმნა; Google Analytics 4 ან/და სხვა სისტემის ინტეგრაცია; Facebook Pixel ან/და სხვა სოციალური მედია სისტემის ინტეგრაცია.