როგორ მუშაობს Webix Solutions

როგორ მუშაობს Webix Solutions
ყურადღებით ვსწავლობთ დამკვეთის მოთხოვნებსა და სურვილებს – საიტის შექმნა არის უნიკალური პროცესი, ვინაიდან ის არ უნდა გავდეს რომელიმე სხვა ნამუშევარს. ჩვენ დეტალურად ვსწავლობთ დამკვეთის მიერ დასმულ ამოცანას, ვატარებთ ინტენსიურ კონსულტაციებს.

საიტის სტრუქტურის შექმნა – მხოლოდ დაკვეთის ყველა დეტალის დაზუსტებისა და დამტკიცების შემდეგ ჩვენ ვიწყებთ მის სტრუქტურის შემუშავებას, ანუ მისი შემადგენელი ელემენტების (მენიუს, ტექსტის, გრაფიკული ელემენტების და ა.შ.) მოდელირებას.

მასალების შერჩევა – გრაფიკულ და ხმოვან ეფექტებს ჩვენ ვარჩევთ არსებულ (და მუდმივად განხლებად) ბიბლიოთეკებიდან.

ორიგინალური დიზაინის შემუშავება – ეს არის ვებ-გვერდის შექმნის მთავარი პროცესი.

გვერდების ჩამოყალიბება – ორიგინალური დიზაინის შექმნისა და მისი დამკვეთის მიერ დამტკიცების შემდეგ, ვებ-გვერდების ჩამოყალიბება თემატიკის მიხედვით.

გვერდების ოპტიმიზაცია – ჩვენს მიერ შექმნილი გვერდების ჩატვირთვა ხორციელდება სწრაფად და უპრობლემოდ, ვინაიდან ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა მოდულებს და გრაფიკული ელემენტების ოპტიმიზაციის მოწინავე ტექნოლოგიებს.

საიტის გამოქვეყნება ინტერნეტის ქსელში – ვებ-გვერდის საბოლოო ვარიანტის მოწონების შემდეგ ჩვენ ვუზრუნველყობთ მის განთავსებას დამკვეთის მიერ რეგისტრირებულ დომენის სახელით, მის მიერ შერჩეულ ვებ-სივრცეზე.

რეგისტრაცია საძიებო სისტემებსა და კატალოგებში – დამკვეთის დაინტერესების შემთხვევაში, ჩვენ ვუზრუნველყობთ არსებული საიტის რეგისტრაციას ინტერნეტის ქსელის ყველაზე რეიტინგულ და სასარგებლო საზიებელ რესურსებში.

ვებ-რესურსის მხარდაჭერა – გვერწმუნეთ, ვებ-გვერდის განახლებას ყველაზე კარგად განახორციელებს მისი შემქმნელი გუნდი! დაინტერესების შემთხვევაში სიამოვნებით ვთავაზობთ ამ სახის მომსახურებას დამკვეთს.